• 08-06-2023
    რა ნომრიან მაისურს მოირგებს ბელინგემი "რეალში" - ვაკანტური ვარიანტები
    რა ნომრიან მაისურს მოირგებს ბელინგემი "რეალში" - ვაკანტური ვარიანტები
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჯუდ ბელინგემის მადრიდის "რეალში" ტრანსფერი უკვე დადასტურდა.

    ინგლისელი ნახევარმცველი კარიერას "სამეფო გუნდში" გააგრძელებს.

    მედიაში უკვე იმაზე წერენ, თუ რა ნომერ მაისურს მოირგებს ჯუდი. პრესაში სავარაუდო ვარიანტებიც ვრცელდება.

    "ბორუსიაში" მას 22 ნომრიანი მაისური ეცვა, თუმცა 22 ნომერი "ბლანკოსში" დაკავებულია.

    მადრიდელები ფიქრობენ, რომ ბელინგემი არჩევანს 7 და 5 ნომრიან მაისურებს შორის გააკეთებს.

    7 ნომერი უკვე თავისუფალია. რაც შეეხება 5 ნომერს, იგი სულ მალე ვალიეხოს წასვლის მერე უკვე ვაკანტური გახდება.

    Facebook კომენტარები