• 23-02-2024
    ობამეიანგი: "ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა მახარებს"
    ობამეიანგი: "ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა მახარებს"
    Author of the article
    Aa

    მარსელის "ოლიმპიკის" გაბონელი ცენტრფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

    კორსიკელებმა გუშინ დონეცკის "შახტარს" ანგარიშით 3:1 მოუგეს და მერვედფინალში გავიდეს. შეხვედრის პირველი გოლი ობამეიანგმა გაიტანა და ეს გოლი ევროპა ლიგაზე მისთვის 31-ე გახლდათ.

    34 წლის ფორვარდმა კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს რეკორდი დაამხო. მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი შემტევის აქტივში 30 შედეგიანი დარტყმაა.

    ობას 31 ევროპალიგური გოლი მის გუნდებზე ასე ნაწილდება: 14 - "არსენალი", 8 - "ბორუსია დორტმუნდი", 7 - "მარსელი", 2 - "ბარსელონა".

    "ამაღამ ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, სახლში ამ მატჩის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვახარებს ისიც, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, ფანები გვერდით გვიდგანან. 

    დღეს შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ. ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ვარ. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ გოლს გავიტან, რათა ჩემი პირველობა ეჭვქვეშ არ დადგეს," - თქვა პიერ-ემერიკმა.

    შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში "ოლიმპიკის" მეტოქე ესპანური "ვილიარეალი" იქნება. მატჩები 7 და 14 მარტს გაიმართება.

    Facebook კომენტარები