• 15-03-2024
    იტალიური ჯახი - ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დააწყვილეს
    იტალიური ჯახი - ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დააწყვილეს
    Author of the article
    Aa

    ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებულმა წილისყრამ გაარკვია.

    ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული "ლივერპული", რომელმაც პრაღის "სლავიას" მერვედფინალის ორ მატჩში 12 გოლი გაუტანა, ბერგამოს "ატალანტასთან" დაწყვილდა. რაც შეეხება ევროპა ლიგაზე დარჩენილ ორ იტალიურ გუნდს, მათ ერთმანეთთან მოუწევთ დაპირისპირება.

    უკვე გამოიკვეთა პოტენციური ნახევარფინალებიც. ფინალისკენ მიმავალი ბადე ახლა ასე გამოიყურება:

    "მილანი" - "რომა" vs "ლევერკუზენი" - "ვესტ ჰემი"

    "ბენფიკა" - "მარსელი" vs "ლივერპული" - "ატალანტა"

    პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 18 აპრილს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი წელს 22 მაისს გაიმართება. მას დუბლინი, კერძოდ კი, "ავივა სთედიუმი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები