• 27-06-2023
    მარადაშვილი ქართულ პასპორტს აიღებს - მორიგი რუსეთში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრობის კანდოდატთა სიაში
    მარადაშვილი ქართულ პასპორტს აიღებს - მორიგი რუსეთში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრობის კანდოდატთა სიაში

    რუსული "ურალის" პრეზიდენტმა, გრიგორი ივანოვმა წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი, კონსტანტინ მარადაშვილის შესაძლო ტრანსფერი შესახებ ისაუბრა და მისი ეროვნების თემაც მიმოიხილა.

    ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ გუნდში იბევრი ლეგიონერია და კონსტანტინი მალე ქართულ პასპორტს აიღებს.

    "მარადიშვილის დამატება ჩვენთვის ახლა მომგებიანი აღარ არის, რადგან ის მალე ქართულ პასპორტს აიღებს. გუნდში ისედაც ბევრი უცხოელი გვყავს და მას კვლავ რუსული პასპორტი, რომ ჰქონოდა, სულ სხვა საკითხი იქნებოდა. 

    "ახლა კი ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს",- განაცხადა ივანოვმა

    როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების კანდიდატთა სიას მორიგი რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელი დაემატება.

    Facebook კომენტარები