• 02-07-2023
    დე ლაურენტისს 35 მილიონზე უარი უთხრეს - "ნაპოლი" კიმის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობს!
    დე ლაურენტისს 35 მილიონზე უარი უთხრეს - "ნაპოლი" კიმის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობს!
    Author of the article
    Aa

    იტალიური "ნაპოლი" ინგლისური "ვულვერჰემპტონის" ცენტრალური მცველით, მაქს კილმანით დაინტერესდა.

    The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "პარტენოპეიმ" "მგლებს" 35 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნეაპოლელთა ეს წინადადება უარით გაისტუმრეს.

    "ვულვზი" ინგლისელ უკანახაზელში 40 მილიონ ევროს ითხოვს. წყაროს თანახმად, კილმანი "მოლინიუზე" დარჩენის წინააღმდეგი არ გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვულვზს" წნეხში ვერავინ მოაქცევს.

    მაქსს "მგლებთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს. კლუბს აქვს ამ ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც.

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯე მიუნხენის "ბაიერნში" გაუშვა. სწორედ სამხრეთ კორეელი მცველის შემცვლელის ძიების ეგიდით დაადგეს სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონებმა თვალი კილმანს.

    26 წლის მცველმა გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო.

    Facebook კომენტარები