როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. Transfermarkt-ი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს. ფენომენალურად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ გიორგი მალე ახალ გუნდს შეუერთდებოდა, თუმცა იგი ჯერ კვლავ "ლოს ჩეში" რჩება.
Diario AS-ის ინფორმაციით, "ღამურების" მიერ გიორგის თაობაზე მიღებული ერთადერთი შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ ევროს აღწევდა, საუდის არაბეთიდან წამოვიდა.
ტრანსფერი თავად მამარდაშვილმა დაბლოკა. 23 წლის მეკარეს მხოლოდ ევროპულ გრანდში უნდა თამაში და იმ დიდმა ფინანსურმა ცდუნებამ, რომელიც არაბულ წინადადებას ახლდა თან, მას თავის ოცნებაზე უარი ვერ ათქმევინა.
ასე და ამგვარად, ახალგაზრდა კიპერი შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში გადაბარგებას კატეგორიულად გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არაბთა ინტერესი ინტერესადვე დარჩება.
ბოლო დღეებში გაჟღერებული ცნობები გვაუწყებდნენ, რომ გიორგის გადაბირებაზე "ლივერპულში" ფიქრობენ. მერსესაიდში მოფიქრებული გეგმის თანახმად, "ლივერპული" მამარდაშვილს 30 მილიონ ევროდ შეიძენს, მერე კი ერთი სეზონით "ბორნმუთში" გაანათხოვრებს, რათა მან პრემიერ ლიგას აუღოს ალღო, 2025 წელს კი, როცა "სქაუზერები" ალისონს გაყიდიან, "ენფილდზე" პირველი მეკარის სტატუსით მივიდეს.
"წითლების" ინტერესი ჯერ სანდო წყაროებს არ დაუდასტურებიათ, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით, გიორგი ახალ სეზონს ისევ "მესტალიაზე" დაიწყებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
