დიდი სკანდალი! - რა მოხდა საფრანგეთში უსმან დემბელეს გარშემო დიდი სკანდალი! - რა მოხდა საფრანგეთში უსმან დემბელეს გარშემო » Footballnews დიდი სკანდალი! - რა მოხდა საფრანგეთში უსმან დემბელეს გარშემო
გათიშვა

დიდი სკანდალი! - რა მოხდა საფრანგეთში უსმან დემბელეს გარშემო

დიდი სკანდალი! - რა მოხდა საფრანგეთში უსმან დემბელეს გარშემო
1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე

„მარსელის“ გულშემატკივრების მხრიდან უსმან დემბელეს მიმართ ჰომოფობიური შეძახილების გამო საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალთა ლიგამ (LFP) სადისციპლინო საქმე გახსნა.

ინციდენტი „მარსელსა“ და პარის სენ-ჟერმენს შორის გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც პარიზელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. 

L'Équipe-ის ცნობით, დემბელეს წინააღმდეგ ჰომოფობიური შეძახილები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები რამდენჯერმე გაისმა.

შემთხვევა მატჩის დელეგატის ანგარიშში აისახა და ახლა საკითხს LFP-ის სადისციპლინო კომისია შეისწავლის.


გირჩევთ