• 09-07-2023
    პსჟ-მ კანგ-ინ ლი დაიმატა!
    პსჟ-მ კანგ-ინ ლი დაიმატა!

    22 წლის სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი, კანგ-ინ ლი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხეი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    22 წლის მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ლი პარიზულ გუნდს ესპანური “მალიორკადან” შეუერთდა.

    კანგ-ინ ლიმ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები