გათიშვა

რა უნდა გააკეთოს "ბარსამ" - ფლიკმა მთავარი პრობლემა იპოვა

რა უნდა გააკეთოს "ბარსამ" - ფლიკმა მთავარი პრობლემა იპოვა
3 კვირის და 3 დღის წინ
ირაკლი ხასაია

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 3-დან 2 მატჩი წააგო. იმისათვის, რათა გუნდი გამარჯვების გზებს დაუბრუნდეს, ჰანსი ფლიკი ორ რამეს აქცევს ყურადღებას: თავდაჯერების გამყარებასა და ფეხბურთელებთან ღია კომუნიკაციის უზრუნველყოფას. SPORT-ის ცნობით, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ამ ნაბიჯებს არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

გერმანელი სპეციალისტი ცნობილია იმით, რომ თავის მოთამაშეებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, განურჩევლად მათი როლისა გუნდში. ყველაფრის ღიად განხილვა ფლიკის მიდგომის ქვაკუთხედია, რადგან მისი რწმენით, ვითარების შემოტრიალება მხოლოდ ამას შეუძლია.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭე ახლა მცირე ჩასწორებებზე ფოკუსირებული. კვირის სავარჯიშო სესია ძალების აღდგენას მიეძღვნა. ასევე მსუბუქად დაიტვირთნენ ფეხბურთელები ორშაბათსაც.

მიზანი არა ტაქტიკური გადატვირთვა, არამედ ფეხბურთელების ხელახლა გააქტიურებაა. საკვანძო მოთამაშეები, როგორებიც მარკ კასადო და ლამინ იამალი არიან, სასტარტო შემადგენლობას განახლებული ენერგიით უბრუნდებიან.

ფლიკი პრობლემას არა სახელებში, არამედ დამოკიდებულებაში ხდება. იგი კონცენტრაციისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" "მალიორკას" წინააღმდეგ ელის. ის ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ