• 21-07-2023
    ჩავი ფელიქსის ტრანსფერს საჭიროდ არ მიიჩნევს
    ჩავი ფელიქსის ტრანსფერს საჭიროდ არ მიიჩნევს
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონაში" გადაბარგების შანსი იკლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    წყაროს თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია.

    როგორც ირკვევა, 43 წლის სპეციალისტი ფელიქსს უფრო თავდამსხმელად ხედავს, მას კი შემტევი ნახევარმცველი სჭირდება, რომელიც ბოლო პასს გააკეთებს.

    სწორედ ამიტომაა, რომ ჩავის ურჩევნია, "ბარსამ" მთელი ძალისხმევა ბერნარდუ სილვას ტრანსფერის განხორციელებისკენ მიმართოს.

    ცნობისთვის, "ბლაუგრანაში" გადაბარგების სურვილი 23 წლის შემტევმა თავის ახალ ინტერვიუში გამოხატა და "ბარსას" მისი ოცნების კლუბი უწოდა.

    Facebook კომენტარები