• 24-07-2023
    "ბარსას" მბაპე მოუნდა - შეხვედრა დღეს შედგება
    "ბარსას" მბაპე მოუნდა - შეხვედრა დღეს შედგება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" კილიან მბაპეს შეძენა უნდა, - იუწყება L'Equipe.

    ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანასა" და "პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ურჩევნიათ, რომ ტრანსფერში ფეხბურთელები ჩართონ.

    წყაროს თანახმად, 25 წლის მეგავარსკვლავი ბევრ კლუბს სურს - "ინტერს", "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ტოტენჰემს", "ალ ჰილალს", მაგრამ მთავარი ფავორიტი მაინც მადრიდის "რეალია".

    "ალ ჰილალი" კილიანში 300 მილიონ ევროს იხდის და იმ შემთხვევაში, თუ მბაპეს საუდის არაბეთში გადაბარგებაზე დაიყოლიებენ, "პსჟ" შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდება.

    შეგახსენებთ, რომ ფრანგ გარემარბს ლიგა ერთის მოქმედ ჩემპიონებთან კონტრაქტი გაისად ეწურება.

    Facebook კომენტარები