• 30-07-2023
    "მართალია ჯერ მაქსიმალური სისწრაფით წინ ვერ მიიწევს თუმცა" - იტალიური გამოცემა კვარაზე წერს
    "მართალია ჯერ მაქსიმალური სისწრაფით წინ ვერ მიიწევს თუმცა" - იტალიური გამოცემა კვარაზე წერს

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" თურქული "ჰატაისპორი" ამხანაგური შეხვედრაში ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

    მატჩში 2-2 გოლი ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს, აქედან ერთ-ერთი ხვიჩას ასისტით.

    გამოცემა "Tutto Napoli"-მ ქართველი მატჩის შემდეგ შეაფასა:

    "ბურთს შეხებისას ეფერება, მართალია ჯერ მაქსიმალური სისწრაფით წინ ვერ მიიწევს, მაგრამ მისი ყურება თვალს ყოველთვის ახარებს. მაგალითად, როდესაც გარე მხრიდან ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. რა თქმა უნდა, გოლის გასატანად მიზანი ვერ გაისწორა, ორჯერ ვერ გაიტანა, თუმცა მისი კლასი ისევ იგივეა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ივლისის ბოლოა"

    "კვარას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ძერბინმა ფლანგზე რამდენიმე კარგი დრიბლინგი განახორციელა და სიმეონეს გოლი გაატანინა", - წერს გამოცემა

    Facebook კომენტარები