• 15-11-2023
    "პსვ" დესტის გამოსყიდვას აპირებს
    "პსვ" დესტის გამოსყიდვას აპირებს
    Author of the article
    Aa

    როგორც ჩანს, სერჟინიო დესტის "ბარსელონას" საკუთრებაში ყოფნას წერტილი 2024 წლის ზაფხულში დაესმება.

    ამერიკელი ფლანგელი ამჟამად "პსვ ეინდჰოვენშია" განათხოვრებული, სადაც ბრწყინვალედ გამოიყურება. Eindhovens Dagblad იუწყება, რომ ნიდერლანდელები სერჟინიოს, უდიდესი ალბათობით, გამოისყიდიან.

    "ბლაუგრანასთვის" ეს შესანიშნავი ამბავი უნდა იყოს, რადგან კლუბი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დესტის გაყიდვას ცდილობს.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხად შეძლებს კატალონიური გრანდი 23 წლის მარჯვენა მცველის გასხვისებას.

    მიმდინარე სეზონში სერჟინიომ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები