• 02-03-2024
    ხაბიბ ნურმაგომედოვი: “ილიას მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო”
    ხაბიბ ნურმაგომედოვი: “ილიას მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო”

    ლეგენდარულმა დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა:

    “არ მესმის UFC-იმ ჯასტინ გეიჯისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება რატომ ჩანიშნა. ამ ბრძოლას არავითარი აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, ჰოლოუეი ილია თოფურიას მიმდევნო მეტოქე უნდა ყოფილიყო და მათი ბრძოლა სექტემბერში უნდა გამართულიყო. გეიჯის კი ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა. 

    თუ ჰოლოუეი დამარცხდება ილიამ ვისთან უნდა იჩხუბოს? აუცილებლად მოვსარ ევლოევთან, მაგრამ არ მგონია დანა უაითმა მას სატიტულო ბრძოლა მისცეს. ჩემი აზრით, ევლოევი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს”. - განაცხადა ნურმაგომედვომა.

    ცნობისთვის, ილია თოფურია მომდევნო ბრძოლის  გამართვას სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გეგმავს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები