• 25-06-2023
    ანრი მექვაბიშვილი: “ვერ დავუშვებდით, გულშემატკივარი სტადიონიდან გულდაწყვეტილი გაგვეშვა”
    ანრი მექვაბიშვილი: “ვერ დავუშვებდით, გულშემატკივარი სტადიონიდან გულდაწყვეტილი გაგვეშვა”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის ბელგიის წინააღმდეგ ფრე ითამაშა. შედეგად, რამაზ სვანაძის გუნდი თითქმის ჯგუფიდან გასულია.

    მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” კაპიტანმა, ანრი მექვაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

    “ვერ დავუშვებდით, გულშემატკივარი სტადიონიდან გულდაწყვეტილი გაგვეშვა. დღევანდელ გამარჯვებაში მთავარი როლი სწორედ დინამო არენაზე მოსულმა თითოეულმა ადამიანმა შეასრულა. დიდ გუნდებთან, რთულ მატჩში მიღწეული დადებითი შედეგი ორმაგად ძვირფასი და ემოციურია, ამიტომ მთელ გუნდს მადლობას ვუხდი თავდადებული თამაშისთვის. გუნდში დიდი ერთსულოვნებაა, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ხვალიდანვე მოვემზადებით და 27 ივნისს, კვლავ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს!

    მე ვარ საქართველო”. - წერს მექვაბიშვილი.

    ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები