17-01-2023

რამდენ მატჩს გამოტოვებენ ჩუამენი და ალაბა - AS

ავტორი
"ასეთ საკითხებს ღმერთი წყვეტს" - ჰოლანდი "რეალის" ქამბექზე
"რეალში" ეს იცოდნენ - რას ვარაუდობდნენ "ბლანკოსში" "კლასიკოს" წინ
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" 2 ფეხბურთელი დავიდ ალაბა და ორელიენ ჩუამენი ტრავმირებულები არიან, რის გამოც უკვე რამდენიმე მატჩი გამატოვეს.
მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ცნობები დღეს Diario AS-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ავსტრიელი და ფრანგი ფეხბურთელები ჯერაც არ გამოჯანმრთელებულან და მომდევნო ორ შეხვედრასაც დააკლდებიან.
რაც შეეხება "რეალის" შემდეგ თამაშს, "ბლანკოსს" კოპა დელ რეის 1/8 ფინალში "ვილიარეალი" ელის.
აქვე გეტყვით, რომ "სამეფო გუნდი" "ყვითელი წყალქვეშა ნავთან" დაპირისპირების შემდეგ ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.
Facebook კომენტარები