• 18-03-2024
    ცნობილია: რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს ჩავი
    ცნობილია: რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს ჩავი
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიღებული წითელი ბარათი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოუტანს.

    თუ ეს ვარაუდი გამართლდა, 44 წლის სპეციალისტი გუნდს "ლას პალმასისა" და "კადისის" წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს.

    საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჩავი უკვე მეორედ გააძევეს. პირველად ეს ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოხდა.

    ჩავის არყოფნაში "ბარსას" მესაჭის მოვალეობას "მაესტროს" ძმა, ოსკარ ერნანდესი შეასრულებს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ლას პალმასს" კატალონიელები 30 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები