• 28-03-2024
    ჟორჟინიო "ბარსელონას" უნდა
    ჟორჟინიო "ბარსელონას" უნდა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო "ბარსელონას" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.

    SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტულ დირექტორს, დეკუს ჟორჟინიო ძალიან მოსწონს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ბარსას" 32 წლის შუახაზელის დამატება უფასოდ შეეძლება.

    იტალიელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მის გახანგრძლივებაზე შეთავაზება კი ჯერ კიდევ არ მიუღია. წყაროს თანახმად, იგი ლოდინით უკვე დაიღალა.

    აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის აგენტმა, ჟოაუ სანტოშმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა. მისი თქმით, ჟორჟინიოს სათამაშო სტილს ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან მოუხდებოდა.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში იტალიელმა 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები