• 02-05-2024
    "ბარსელონას" მარკო ვერატი შესთავაზეს
    "ბარსელონას" მარკო ვერატი შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო ირწმუნება, რომ "ბარსელონას" იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის დამატებას სთავაზობენ.

    ვერატიმ ევროპა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა, როცა კატარულ "ალ არაბის" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. სწორედ ეს ტრანსფერი და 31 წლის ნახევარმცველის სათამაშო დონის სავარაუდო ვარდნა აეჭვებთ "ბლაუგრანაშიც".

    იტალიელის გაფორმება საეჭვოა მისი მაღალი სახელფასო მოთხოვნილებებიდანაც გამომდინარე.

    მარკომ თავის ახალ გუნდში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ვერატის თავი გოლით ჯერ არ გამოუჩენია.

    შეგახსენებთ, რომ ამ ნახევარმცველის გადაბირებასთან "ბარსა" ყველაზე ახლოს 2017 წლის ზაფხულში იყო, თუმცა "პარი სენ ჟერმენმა" მაშინ ტრანსფერი დაბლოკა.

    Facebook კომენტარები