• 02-05-2024
    ჩავის "ბარსელონაში" ჩავი სიმონსის ხილვა სურს
    ჩავის "ბარსელონაში" ჩავი სიმონსის ხილვა სურს
    Author of the article
    Aa

    ჩავი ერნანდესს "ბარსელონაში" ჩავი სიმონსის ხილვა უნდა, - იუწყება RAC1.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" დაბრუნება თავად ნიდერლანდელი ნახევარმცველის სურვილიცაა. როგორც ირკვევა, ამის შესახებ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმაც იცის.

    ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს შეიძლება იჯარის ფორმით მოხდეს.

    ჩავი ამჟამად "პარი სენ ჟერმენის" საკუთრებაშია, თუმცა "რედ ბულ ლაიფციგში" გახლავთ განათხოვრებული.

    21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

    Facebook კომენტარები