• 01-07-2023
    ჯანფრანკო ძოლა: “ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე ჯორჯ ბესტია”
    ჯანფრანკო ძოლა: “ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე ჯორჯ ბესტია”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში “ნაპოლის” ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

    ლეგენდარულმა იტალიელმა მოთამაშემ, ჯანფრანკო ძოლამ მომავა სეზონში “ნაპოლის” საჩემპიონო შანსებზე და ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენზე ისაუბრა:

    “შეუძლია თუ არა ნაპოლის სერია ა-ს ზედიზედ ორჯერ მოგება? რატომა არა, თუმცა გააჩნია რამდენად იაქტიურებენ ისინი სატრანსფერო ფანჯარაზე. პარტენოპეიმ კიმის შემცვლელი აუცილებლად უნდა იპოვოს. ცხადია, რომ რუდი გარსია გაწონასწორებული პიროვნება და კარგი მწვრთნელია. 

    კვარაცხელია? ის სერია ა-ს გასულ სეზონის სიურპრიზი იყო. ჩინებული ფეხბურთელია. ის თანამედროვე ჯორჯ ბესტია”. - განაცხადა ძოლამ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები