• 05-07-2023
    ოფიციალურად: "პსჟ-ს" ლუის ენრიკე გაწვრთნის
    ოფიციალურად: "პსჟ-ს" ლუის ენრიკე გაწვრთნის
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ-ჟერმენმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის ენრიკე გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია.

    "პსჟ-მ" ესპანელი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე წარადგინა, სადაც მას გვერდით კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი უმშვენებდა. ღონისძიება პარიზელთა ახალ სავარჯიშო კომპლექსში ჩატარდა, რომელიც პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

    "მოხარული ვარ პარიზში მოსვლით, რათა ახალი გამოცდილება შევიგრძნო.

    ძალიან ამაღელვებელია ახალ ადამიანებთან შეხვედრა, ამ ქალაქში ცხოვრება, ახალი ენის შესწავლა და, რაც მთავარია, "პარი სენ-ჟერმენის" გაწვრთნა," - განაცხადა ლუჩომ.

    53 წლის სპეციალისტის მთავარი ამოცანა "პარკ დე პრენსზე" ჩემპიონთა ლიგის თასის ჩატანა იქნება. ამის გამოცდილება ენრიკეს ნამდვილად აქვს - 2015 წელს მან "ბარსელონასთან" ერთად ტრიპლეტი შეასრულა.

    აქვე ვახსენოთ, რომ ბოლოს ლუისი ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა. "ფურია როხა" მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. რაც შეეხებათ პარიზელებს, მათი უკანასკნელი მესაჭე კრისტოფ გალტიე გახლდათ, რომელმაც გუნდს ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი მოაგებინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები