• 31-05-2022
    ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მუნდიალზე - ლეოს პასუხი
    ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მუნდიალზე - ლეოს პასუხი
    Aa

    TyC Sports-თან ჩაწერილ ინტერვიუში ლეო მესის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა იგი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.


    "2026 წლის მუნდიალი? ვთქვი, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერე ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე.


    ვნახოთ, რა მოხდება. ჩემთვის რომ გეთქვათ, რომ ზაფხულში "ბარსელონას" დავტოვებდი, არ დავიჯერებდი.


    მომავლის პროგნოზირება რთულად მეჩვენება, ამიტომ ნათლად არაფერი მაქვს წარმოდგენილი," - ასეთი იყო არგენტინელის პასუხი.


    ცნობისთვის, 2026 წლის მუნდიალისთვის, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, ოქროს ბურთის 7-გზის მფლობელი უკვე 39 წლის იქნება.


    ძალიან მცირეა იმის შანსი, "ლა პულგამ" ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ ტურნირზე იასპარეზოს, თუმცა მას ერთი მსოფლიო ჩემპიონატი გარანტირებულად აქვს სათამაშო - კატარში ლეომ ტიტულისთვის იბრძოლებს.

    Facebook კომენტარები