• 25-08-2023
    "ლაციოს" მატეო გენდუზის შეძენა უნდა
    "ლაციოს" მატეო გენდუზის შეძენა უნდა
    Author of the article
    Aa

    იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რომის "ლაციო" მარსელის "ოლიმპიკის" ახალგაზრდა ნახევარმცველში, მატეო გენდუზიში 18 მილიონ ევროს იხდის.

    "ველოდრომის" ბინადრები ფრანგ შუახაზელში 25 მილიონ ევროს ითხოვენ. არადა, ბევრი ელოდა, რომ მატეოს შესაძენად 20 მილიონიც საკმარისი იქნებოდა.

    Sky Sport Italia da Sport Italia ირწმუნებიან, რომ "ლაციალეში" ტრანსფერის დახურვის რეალურობის სჯერათ. თუ FootMercato-ს დავუჯერებთ, "არწივების" პირველი წინადადება უკვე შეფასდა არადამაკმაყოფილებლად ფრანგული გრანდის მიერ.

    მატეოს "ოლიმპიკთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    მიმდინარე სეზონში გენდუზიმ უკვე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 3-ვე მათგანი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

    Facebook კომენტარები