• 29-08-2023
    სატრანსფერო ღირებულება - რა თანხას იხდის "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ
    სატრანსფერო ღირებულება - რა თანხას იხდის "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ
    Author of the article
    Aa

    De Telegraaf-ის ჟურნალისტმა მიკე ვერვეიმ გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის "აიაქსში" ტრანსფერის ფინანსური დეტალების შესახებ გვამცნო.

    "მას შემდეგ, რაც "აიაქსმა" "მეცს" 15+5 მილიონი ევრო შესთავაზა, ფრანგულმა კლუბმა მათ კონტრშეთავაზება გაუკეთა - 17+3 მილიონი ევრო. ეს წინადადება ახლა განხილვის პროცესშია. შეთანხმება ძალიან ახლოსაა.

    მიქაუტაძემ "აიაქსთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა. სამედიცინო შემოწმება ხვალისთვისაა ჩანიშნული," - იუწყება ნიდერლანდელი ჟურნალისტი.

    შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფორვარდმა ლიგა 1-ის ახალ სეზონში 3 მატჩი ითამაშა. გიორგი "მეცს" 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები