• 29-09-2023
    ზიდანი ბრუნდება - ზიზუ "მარსელს" ჩაიბარებს?
    ზიდანი ბრუნდება - ზიზუ "მარსელს" ჩაიბარებს?
    Author of the article
    Aa

    ზინედინ ზიდანის მიერ სამწვრთნელო კარიერაში აღებული პაუზა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, შეიძლება დასრულდეს.

    France Blue Provence-ის ინფორმაციით, თუ მარსელის "ოლიმპიკში" საუდის არაბული ინვესტიცია ჩაიდება, ჩემპიონთა ლიგის სამგზის მომგები (მწვრთნელის რანგში) სპეციალისტი გუნდს სათავეში ჩაუდგება.

    როგორც ირკვევა, ზიზუმ ამის დასტური უკვე გასცა.

    მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, რადგან "ოლიმპიკის" ამჟამინდელი მფლობელი, ფრენკ მაკკორტი კლუბის გაყიდვას არ აპირებს. ვიცით ისიც, რომ არაბები მარტივად არ დანებებდებიან - მათ ისეთი რევოლუციის მოწყობა სურთ, როგორიც "ნიუკასლ იუნაიტედში" დაიწყეს.

    წყაროს თანახმად, ზიდანისთვის სატრანსფერო ბიუჯეტად 260 მილიონი ფუნტი უკვე გამზადებულია. გარდა ამისა, 51 წლის მწვრთნელი გუნდის დაკომპლექტებაზე სრული კონტროლის მიღებას მოითხოვს. საუდის არაბეთის წარმომადგენლები მას ამ თხოვნასაც დაუკმაყოფილებენ. ერთადერთი, რაც პროცესის დაძვრას აფერხებს, მაკკორტის პოზიციაა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიკის" მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო სულ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. კორსიკელები ლიგა 1-ის ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები