• 11-11-2023
    ობამეიანგი: "ბარსაში" კარიერის 6 საუკეთესო თვე გავატარე"
    ობამეიანგი: "ბარსაში" კარიერის 6 საუკეთესო თვე გავატარე"
    Author of the article
    Aa

    მარსელის "ოლიმპიკის" გაბონელმა თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

    "ვფიქრობ, "ბარსელონაში" ჩემი კარიერის საუკეთესო 6 თვე მქონდა.

    თამაშსა და ვარჯიშს ასეთი სიამოვნება იქამდე არასდროს მოენიჭებინა. დასვენების დღეებშიც კი ვვარჯიშობდი," - თქვა ობამ.

    პიერ-ემერიკი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 2021 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 24 ოფიციალურ მატჩში გაბონელმა 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    2022 წლის ზაფხულში ობამეიანგი "ბარსამ" ლონდონის "ჩელსიში", 12 მილიონ ევროდ გაყიდა.

    ახლა პიერ-ემერიკი 34 წლისაა და მარსელის "ოლიმპიკში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 5 გოლისა და 3 ასისტისგან შედგება.

    Facebook კომენტარები