• 08-02-2024
    "პსჟ-მ" მბაპეს შემცვლელის ძებნა დაიწყო - 3 კანდიდატი
    "პსჟ-მ" მბაპეს შემცვლელის ძებნა დაიწყო - 3 კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენს" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილი პასუხი იმის თაობაზე, დატოვებს თუ არა გუნდს კილიან მბაპე ზაფხულში, თუმცა ფრანგი მეგავარსკვლავის პოტენციურ შემცვლელთა სია უკვე შემუშავებულია.

    90min.com-ი პარიზული კლუბის სამი სამიზნის შესახებ წერს.

    პირველი "მანჩესტერ იუნაიტედის" ათიანი, მარკუს რაშფორდია, რომელსაც "პსჟ-ს" წლებია უკავშირებენ. ნასერ ალ ხელაიფი ინგლისელი შემტევის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს 2022 და 2023 წლის ზაფხულში მართავდა, მაგრამში პარიზში იმასაც ეჭვობდნენ, რომ მათ "მანჩესტერ იუნაიტედთან" სარფიანი კონტრაქტის გასაფორმებლად იყენებდნენ.

    "პსჟ-ს"  რადარზეა "ნაპოლის" ნიგერიელი ცენტრფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი. მან "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, რომელშიც გამოსასყიდ თანხის ოფციაც ჩაიდო - თანხა 100 მილიონ ევროს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, "პარკ დე პრენსზე" ფიქრობენ, რომ ოსის ინგლისის პრემიერ ლიგისკენ მიუწევს გული.

    პარიზელთათვის უფრო რეალისტურ სამიზნედ "ლაიფციგის" შემტევი, ბენჯამინ სესკო განიხილება. ზაფხულში მისი შეძენა 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

    რაც შეეხება მბაპეს, "პსჟ-სთან" კონტრაქტი მას პირველ ივლისს ეწურება. მოარული ხმების თანახმად, პარიზელთა შვიდიანი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, თუმცა ფინანსური პირობები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

    Facebook კომენტარები