• 02-01-2023
    "ალ-ნასრის" მწვრთნელი: "თავიდან მესის წამოყვანა მინდოდა"
    "ალ-ნასრის" მწვრთნელი: "თავიდან მესის წამოყვანა მინდოდა"
    Aa

    არაბული "ალ-ნასრის" გამოცდილმა თავკაცმა რუდი გარსიამ თავისი გუნდის ახალი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ იხუმრა.


    "თავიდან მინდოდა, რომ დოჰადან მესისწამომეყვანა. მესის წამოყვანა პირდაპირ დოჰადან ვცადე," - განაცხადა გარსიამ პრესკონფერენციაზე.


    "ლილის", "რომას", "მარსელისა" და "ლიონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი აშკარად ხუმრობდა და შეიძლება პორტუგალიელმა მეგავარსკვლავმა ამას ყურადღება არც მიაქციოს, თუმცა თუ კრიშტიანუს რთულ ხასიათს გავითვალისწინებთ, ვინ იცის, რუდიმ საკუთარი სამსახურითაც კი გარისკა.


    შეგახსენებთ, რომ საუდის არაბულმა კლუბმა კრიშტიანუს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. წელიწადში იგი 173 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, საიდანაც 62 მილიონს იგი ფეხბურთის თამაშით მიიღებს, დანარჩენი 111 მილიონი ფუნტი კი კომერციული გარიგებებითა და საიმიჯო უფლებებით იქნება მოხვეჭილი.


    რონალდუ ასევე იქნება საუდის არაბეთის ელჩი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხში.


    ცნობისთვის, "ალ-ნასრი" შიდა ჩემპიონატს ლიდერობს და 5 იანვარს "ალ ტაის" დაუპირისპირდება. 37 წლის თავდამსხმელის დებიუტს სწორედ ამ მატჩში უნდა ველოდოთ. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები