• 02-05-2024
    მბაპე დორტმუნდში "პსჟ-ს" ავტობუსს ჩამორჩა
    მბაპე დორტმუნდში "პსჟ-ს" ავტობუსს ჩამორჩა
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "პარი სენ ჟერმენის" 25 წლის მეგავარსკვლავის, კილიან მბაპესთვის უიღბლო გამოდგა. გარდა იმისა, რომ კილიანის გუნდი დამარცხა (0:1), ხოლო თავად მას ლამაზი გოლის გატანაში ხელი ძელმა შეუშალა, უსიამოვნო შემთხვევას ადგილი შეხვედრის დასრულების შემდეგაც ჰქონდა.

    Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი "პსჟ-ს" ავტობუსს "სიგნალ იდუნა პარკზე" დარჩა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კილიანს დაუგეგმავი დოპინგ-ტესტის გავლა მოუწია. როდესაც ტესტირება დასრულდა, მბაპემ "დორტმუნდის" სტადიონზე თავი სრულიად მარტომ აღმოაჩინა.

    კილიანი დანარჩენ გუნდს აეროპორტში შეუერთდა და პარიზამდეც მათთან ერთად იმგზავრა.

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ-მ" გუშინ ნიკლას ფიულკრუგის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით წააგო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე პლეი ოფში ზედიზედ მეორე "ქამბექის" გაკეთებას ფრანგები 7 მაისს, თბილისის დროით 23 საათიდან ეცდებიან.

    Facebook კომენტარები