• 22-07-2023
    ოფიციალურად: “ბარსელონას” კაპიტნების ოთხეულში ცნობილია
    ოფიციალურად: “ბარსელონას” კაპიტნების ოთხეულში ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” სეზონის ბოლოს ლეგენდარული ფეხბურთელები, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა დაემშვიდობნენ. იქამდე კარიერა ჟერარდ პიკემ დაასრულა.

    შესაბამისად, კატალონიურ გუნდს ახალი კაპიტნების ოთხეულის შედგენენა მოუწია.

    კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი მომდევნო სეზონში სერხიო რობერტო იქნება, ვიცე-კაპიტანის როლს კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოირგებს. ასევე მე-3 და მე-4 კაპიტნები ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო იქნებიან.

    ცნობისთვის, “ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, კატალონიური გუნდი 23 ივლისს ამხანავურ შეხვედრაში “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები