• 23-07-2023
    გვარდიოლა: "ჰოლანდი იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო"
    გვარდიოლა: "ჰოლანდი იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტიმ" იაპონური ტურნეს ფარგლებში თავისი პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. "ქალაქელები" ჯეი ლიგის ჩემპიონს, "იოკოჰამას" დაუპირისპირდნენ და მეტოქე უხვგოლიან მატჩში, ანგარიშით 5:3 დაამარცხეს.

    მასპინძლები პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით იყვნენ დაწინაურებულნი, მაგრამ ჯონ სტოუნსისა და ხულიან ალვარესის გოლების წყალობით, გუნდები შესვენებაზე ყაიმით გავიდნენ.

    მეორე ნახევარში "სიტის" დომინაცია აშკარა გახლდათ. თავი დუბლით გამოიჩინა ერლინგ ჰოლანდმა, ერთი ბურთი კი როდრის ანგარიშზე გახლდათ.

    შეხვედრის დასრულების მერე ჰოლანდის შესახებ "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სუპერფორვარდი საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორსაა, თუმცა დადებითი ტენდენციაც შეინიშნება.

    "გასული სეზონის ამ პერიოდს თუ შევადარებთ, ჰოლანდი უკეთეს ფორმაშია. გაცილებით უკეთესში, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენთან მოვიდა.

    რა თქმა უნდა, იგი კარგად გამოიყურება, მაგრამ საუკეთესო ფორმისგან ისევე შორსაა, როგორც ყველა დანარჩენი.

    დღეს ორი გოლის გატანა მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გასული სეზონის ბოლოს ვეღარ გაჰქონდა. ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს ერლინგმა. რამდენიმე კვირაში ის ბევრად გაუმჯობესებულ კონდიციებში იქნება," - თქვა გვარდიოლამ.

    აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ამხანაგური შეხვედრა "სიტის" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ელოდება. მატჩი 26 ივლისს, თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები