• 24-07-2023
    "ტოტენჰემი" სანჩესს "სპარტაკში" ყიდის
    "ტოტენჰემი" სანჩესს "სპარტაკში" ყიდის
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემის" კოლუმბიელი უკანახაზელი დავინსონ სანჩესი მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "დეზები" "სპარტაკს" 10.4 მილიონ ფუნტზე შეუთანხმდნენ, ახლა კი კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    სანჩესი ლონდონურ კლუბში 2017 წელს მივიდა. "აიაქსს" მაშინ "სპურსმა" 42 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რითაც საკუთარი რეკორდი დაამყარა.

    27 წლის ფეხბურთელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. "ტოტენჰემში" გატარებული 6 სეზონის განმავლობაში, მან მხოლოდ ერთხელ ჩაატარა პრემიერ ლიგის გათამაშებაში 30-ზე მეტი მატჩი. ეს მისთვის სადებიუტო, 2017/2018 წლების სეზონში მოხდა.

    დავინსონი რომ "ტოტენჰემ არენიდან" აიბარგებოდა, აპრილის თვეშივე ცხადი გახლდათ, როცა მას საკუთარი გუნდის გულშემატკივრებმა უსტვინეს.

    "ბორნმუთთან" შეხვედრაში ტრავმირებული კლემან ლანგლეს ნაცვლად შესული სანჩესი "ტოტენჰემის" ფანების ობსტრუქციის მსხვერპლი გახდა. ყოველ ჯერზე, როცა კოლუმბიელი ბურთს იღებდა, მას გამაყრუებელი სტვენით ხვდებოდნენ. დიდი ალბათობით, სწორედ აქ უნდა მიმხვდარიყო ცენტრალური მცველი, რომ გუნდი უნდა გამოეცვალა.

    ცნობისთვის, "ტოტენჰემთან" კონტრაქტი კოლუმბიელს 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები