• 31-07-2023
    დემბელემ გადაწყვეტილება გამოაცხადა - "პსჟ" ჩქარობს
    დემბელემ გადაწყვეტილება გამოაცხადა - "პსჟ" ჩქარობს
    Author of the article
    Aa

    როგორც ჩანს, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება გარდაუვალია.

    Relevo-ს ჟურნალისტ მატეო მორეტოს თუ დავუჯერებთ, ფრანგმა გარემარბმა პარიზელებთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ხელშეკრულება 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

    "დემბელემ თავისი გადაწყვეტილება ჩავისა და თანაგუნდელებს ერთობლივ ვახშამზე შეატყობინა," - წერს ჟურნალისტი ჟოან პოკი.

    იმ შემთხვევაში, თუ "პსჟ" ტრანსფერს დღესვე დახურავს, კლუბს მხოლოდ 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რადგან უსმანსა და "ბარსას" შორის მოქმედ კონტრაქტში ეს პუნქტია ჩადებული. პირველ აგვისტომდე დემბელეს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა (აქედან კატალონიელებს მხოლოდ 25 მილიონი ხვდებათ), ხოლო პირველი აგვისტოდან - 100 მილიონი ევრო, რომელიც მთლიანად "ბლაუგრანას" ბიუჯეტში მიდის.

    ფაბრიციო რომანოს თქმით, ზოგიერთ წყაროს ჰგონია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ტრანსფერის დღეს განხორციელებას ვერ მოასწრებს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ლიგა ერთის ჩემპიონები მუშაობას შეწყვეტენ - ისინი "ბარსელონასთან" ფასზე მოლაპარაკებას ეცდებიან.


    Facebook კომენტარები