• 01-08-2023
    ტრანსფერი დაიხურა - დემბელე "პსჟ-ში" მიდის
    ტრანსფერი დაიხურა - დემბელე "პსჟ-ში" მიდის
    Author of the article
    Aa

    როგორც ჩანს, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი დაიხურა.

    ფრანგი გარემარბი სამშობლოში "მილანთან" გასამართი ამხანაგური მატჩის შემდეგ გაემგზავრება.

    Relevo-ს ინფორმაციით, "პსჟ" უსმან 50 მილიონ ევროდ იყიდის. დემბელემ უკვე გააფორმა კლუბთან წინასწარი, 5-წლიანი კონტრაქტი.

    აღსანიშნავია, რომ ეს 50 მილიონი ევრო არ გახლავთ ის გამოსასყიდი თანხა, რომელიც პირველ აგვისტომდე მოქმედებდა. ესპანური გამოცემის თანახმად, დემბელე და "ბლაუგრანა" სხვანაირად მორიგდნენ.

    ასე და ამგვარად, 50-ვე მილიონი "ბარსელონას" ბიუჯეტში წავა.

    კლუბმა უკვე დაიწყებს 26 წლის გარემარბის შემცვლელის ძებნა.

    Facebook კომენტარები