

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატებას შეეცდება.
ერთ-ერთი კანდიდატი "ნაპოლის" 23 წლის ნიგერიელი შემტევი ვიქტორ ოსიმენია, რომლის დამატებაც ბევრ ევროპულ გრანდს სურს.
Daily Express-ის თქმით, შესაძლებელია, "იუნაიტედმა" სატრანსფერო ფასის შესამცირებლად გარიგებაში ფეხბურთელები ჩართოს.
წყაროს მტკიცებით, "მანჩესტერს" 3 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც წესით უნდა დააინტერესონ იტალიური კლუბი: დინ ჰენდერსონი, დონი ვან დე ბეეკი და ენტონი
მარსიალი.
ამ დროისთვის, უკანასკნელი 2 მოთამაშე იჯარით არის გაშვებული, თუმცა ისინი ზაფხულში დაუბრუნდებიან ოლდ ტრაფორდს.
ნეაპოლელები ოსიმენს 70 მილიონად აფასებენ, ამიტომ ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვის მიუხედავად, "იუნაიტედს" მაინც დიდი თანხის გაღება მოუწევს.