• 05-10-2023
    ბრანდტი: "ამ ქულის ფასს მომავალი გამოაჩენს"
    ბრანდტი: "ამ ქულის ფასს მომავალი გამოაჩენს"
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მილანს" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით გამართული მატჩი ნულოვანი ყაიმით დასრულდა. 

    "სიგნალ იდუნა პარკზე" ნათამაშები ფრით მასპინძლები დიდად კმაყოფილნი ნამდვილად არ დარჩენილან. ამაზე "ბორუსიას" გერმანელი ნახევარმცველის, იულიან ბრანდტის განცხადებაც მეტყველებს.

    "მომავალში ვნახავთ, რა ფასი ექნება ამ ქულას. ბევრი რამ არის შესაძლებელი და ყველაფერი სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა შეტევაში მომენტუმი გვაკლდა.

    კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გასახდელში კმაყოფილები არ დავბრუნებულვართ. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრებში ბევრი სამუშაო გვექნება," - თქვა ბრანდტმა.

    ორი ტურის შემდეგ "დორტმუნდს" 1 ქულა აქვს და ჯგუფის ფსკერზე განისვენებს, 2-ქულის პატრონი "როსონერი" კი მე-3 პოზიციაზეა.

    მომდევნო მატჩს ედინ ტერზიჩის გუნდი "ნიუკასლის" წინააღმდეგ, 25 ოქტომბერს გამართავს.

    Facebook კომენტარები