• 13-10-2023
    “ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს ვერანაირად მოხდება”, - რას ამბობს ქეცბაია საქართველოსთან მატჩის წინ
    “ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს ვერანაირად მოხდება”, - რას ამბობს ქეცბაია საქართველოსთან მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, 15 ოქტომბერს საქართველოს ნკარები თემურ ქეცბაიას კვიპროსს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება.

    მატჩამდე, რამდენიმე დღით ადრე, ქეცბაიამ მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

    "თამაშზე არაფერი გვაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, ჩვენ მეტოქესთან სათამაშოდ ძალები მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავის მართლება, მაგრამ ნორვეგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენთვის ძალიან რთულია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ნორვეგიის მსგავს გუნდებთან მატჩის განმავლობაში ზეწოლას ვერ ვუმკლავდებით" 

    "ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნაკრების ორ-სამდღიან შეკრებაზე ბევრს ვერაფერს შევცვლით, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში არ თამაშობენ. ასეთ პირობებში შედეგებზე ფიქრი რთულია. ნორვეგიის ნაკრებში კი თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპლიგებიდანაა. ჩვენ გვინდა მოგება, მაგრამ ნორვეგიას მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავს" 

    "ყველა შეხვედრის მეორე ტაიმი გუნდისთვის პრობლემაა. ახლა საქართველოში გავემგზავრებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ესპანეთის დონის არ არის, მაგრამ კარგი გუნდია და რთული მატჩი გველის. ამიტომ ვეცდებით, ჩავიდეთ თბილისში და იქნებ მცირედს მაინც მივაღწიოთ", -განაცხადა ქეცბაიამ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის მოედნზე 17:00 წუთზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები