• 20-10-2023
    "ჩელსი" "ბარსელონას" ტალანტს უმიზნებს
    "ჩელსი" "ბარსელონას" ტალანტს უმიზნებს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონას" 16 წლის ტალანტს, პაუ კუბარსის აკვირდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" პაუს ჯერ კიდევ მაშინ უმიზნებდნენ, სანამ იგი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. კუბარსმა მაშინ ფინანსურად გაცილებით უკეთეს პირობებზე თქვა უარი.

    ახალგაზრდა მცველის გამოსასყიდი თანხა 10-15 მილიონი ევროა, რაც მისით დაინტერესებული გრანდებისთვის სავსებით მისაღებია.

    ცხადია, ამ თანხის გადახდის პრობლემა არც "ლურჯებს" ექნებათ.

    მიუხედავად ლონდონელთა ინტერესისა, "ბარსაში" სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

    Facebook კომენტარები