• 17-11-2023
    "ევერტონს" პრემიერ ლიგაში 10 ქულა დააკლეს
    "ევერტონს" პრემიერ ლიგაში 10 ქულა დააკლეს
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდულ "ევერტონს" ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 ქულა დააკლეს. მიზეზი პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევაა.

    ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს აქვთ ნებართვა, რომ 3 წლის განმავლობაში 105 მილიონი ფუნტის ზარალი ნახონ. 2021/2022 წლების სეზონში კი "კანფეტების" ზარალი 124.5 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

    ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტული სანქციაა. ერთი გუნდისთვის ერთბაშად ამდენი ქულა აქამდე არასდროს დაუკლიათ.

    "გუდისონ პარკზე" აცხადებენ, რომ შოკირებულნი და იმედგაცრუებულნი არიან და გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

    შონ დაიჩის გუნდს ახლა 4 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა და სამშვიდობოს მყოფ "ლუტონ თაუნს" 2 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები