• 17-11-2023
    ვინ შეიძლება შეცვალოს ჩავი - ფავორიტი ცნობილია
    ვინ შეიძლება შეცვალოს ჩავი - ფავორიტი ცნობილია
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" სარეზერვო გუნდს, "ბარსელონა ატლეტიკს" შესანიშნავი სეზონი აქვს. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის პირველ ჯგუფში მეორე პოზიციაზე არიან.

    "ბლაუგრანას" 12 ტურში 23 ქულა აქვს აღებული და ლიდერ "კულტურალ ლეონასას" 1 ქულით ჩამორჩება.

    კატალონიელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი მთავარ მწვრთნელს, რაფა მარკესს მიუძღვის. "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი გუნდს სათავეში გასულ სეზონში ჩაუდგა და მას თავისი ხელი უკვე დაატყო.

    ესპანელი ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი მარკესს "ბარსელონას" მთავარ გუნდშიც ხედავს.

    "თუ ჩავი ერნანდესი "ბარსადან" წავა, მისი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი რაფა მარკესს აქვს," - წერს ალვარესი.

    მიუხედავად ამ ინფორმაციისა, "მაესტრო" თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჩავის სრულ ნდობას უცხადებს. 

    Facebook კომენტარები