• 13-02-2024
    "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" ბრანსვეიტისთვის ბრძოლას ლიდერობენ
    "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" ბრანსვეიტისთვის ბრძოლას ლიდერობენ
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" ჯარად ბრანსვეიტისთვის გაჩაღებულ ბრძოლას ლიდერობენ, - იუწყება Daily Mail.

    21 წლის ცენტრალური მცველის ფასი იმაზეცაა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "ევერტონი" ადგილს ინგლისის პრემიერ ლიგაში. "კანფეტები" ახლა მე-18 პოზიციაზე არიან და თუ ჩემპიონშიფში დაქვეითდებიან, ჯარედის შეღავათიან ფასად გაყიდვა მოუწევთ.

    წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკების" ახალი მეწილე, ჯიმ რეტკლიფი ზაფხულში დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს, ბრანსვეიტი კი პრიორიტეტულ სამიზნედ განისაზღვრა.

    ინგლისელი ფეხბურთელის პროფილი ზედმიწევნით ჯდება იმ თვისებებში, რომლებსაც "ემიუს" თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი მცველში ეძებს.

    აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა რადარზე ასევე იმყოფებიან ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა), ლენი იორო (ლილი) და ანტონიო სილვა (ბენფიკა).

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში ჯარადმა 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები