• 18-01-2023
    "ნოტინგემ ფორესტი" კეილორ ნავასს აკვირდება
    "ნოტინგემ ფორესტი" კეილორ ნავასს აკვირდება
    Aa

    პრემიერლიგურ "ნოტინგემ ფორესტს" გუნდის ძირითადი მეკარე, დინ ჰენდერსონი დაუშავდა. "წითლებმა" ახალი გოლკიპერის ძებნა დაიწყეს და თუ The Athletic-ს დავუჯერებთ, მას "პარი სენ ჟერმენში" მიაგნეს.


    ბრიტანული ტაბლოიდი ირწმუნება, რომ ნოტინგემელები "პსჟ-ს" 36 წლის კიპერით, კეილორ ნავასით ინტერესდებიან. ნავასი მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმას ღრმა რეზერვისტად იქცა და თამაშის საშუალება თითქმის არ ეძლევა, ამიტომ "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგების პერსპექტივა მისთვის არც ისე ცუდი უნდა იყოს.


    კოსტა-რიკელს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. არის შანსი, ეს ლიგა ერთის ლიდერთა ბოლო შანსიც გახლდეთ, რომ ნავასის გაშვებით მათ რაიმე სახის ფინანსური სარგებელი ნახონ.


    კეილორს უმიზნებს არაბული "ალ-ნასრიც".


    რაც შეეხებათ "ონავარ ხეებს", მათ ჰენდერსონი მინიმუმ თებერვლამდე გამოაკლდათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფმა ინგლისელმა "ლესტერთან" მატჩში ბარძაყი დაიშავა. მართალია, გუნდს დინის შემცვლელიც ჰყავს, გამოცდილი უეინ ჰენესის სახით, მაგრამ ხელმძღვანელობა მაინც საჭიროდ მიიჩნევს ახალი მეკარის დამატებას.


    "ნოტინგემ ფორესტს" პრემიერ ლიგის 19 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და ცხრილის მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები