• 30-06-2023
    "ლივერპული" სობოსლაის შეძენას ცდილობს
    "ლივერპული" სობოსლაის შეძენას ცდილობს
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდული "ლივერპული" "რედ ბულ ლაიფციგის" 22 წლის შემტევის, დომინიკ სობოსლაის ტრანსფერის განხორციელებას უახლოვდება.

    The Athletic-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნგრელი ფეხბურთელისთვის გაჩაღებულ ბრძოლას "ნიუკასლ იუნაიტედი" გამოეთიშა, რაც "წითლების" წარმატების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

    ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დომინიკსა და "ლივერპულს" შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ "ლაიფციგთან" მორიგებაა დარჩენილი.

    სობოსლაის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა. ცხადია, "ენფილდის" ბინადრებს ურჩევნიათ, უნგრელი უფრო დაბალ ფასად შეიძინონ, მაგრამ არ არის გამორიცხული, "წითელი ხარები" თავიანთ ვარსკვლავს ნაკლებად არც შეელიონ.

    შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე გაიფორმა ერთი მოთამაშე - გუნდს "ბრაიტონიდან" ალექსის მაკ ალისტერი შეუერთდა.

    რაც შეეხება სობოსლაის, გასულ სეზონში ჩატარებულ 46 მატჩში მან თავი 10 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები