• 15-06-2023
    მოურინიომ "ალ-აჰლი" უარით გაისტუმრა
    მოურინიომ "ალ-აჰლი" უარით გაისტუმრა
    Author of the article
    Aa

    "რომას" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მომავალი გაურკვევლად მიიჩნეოდა, თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, გამოცდილი სპეციალისტის "სტადიო ოლიმპიკოზე" დარჩენის შანსი იმატებს.

    Sky Italia-ს ინფორმაციით, მოუს გადაბირება "ალ-აჰლის" სურდა, თუმცა არაბების სურვილს განხორციელება არ უწერია.

    "ალ-აჰლის" პრეზიდენტს ჟოზე ლონდონში შეხვდა და შეატყობინა, რომ კარიერის აზიაში გაგრძელება არ სურს. სხვათა შორის, ჟოზეთი დაინტერესებული გახლდათ "ალ-ჰილალიც", მაგრამ მათი მცდელობაც წარუმატებლობისთვისაა განწირული.

    61 წლის მწვრთნელს ბევრი "პარი სენ-ჟერმენის" ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდა. უკანასკნელ კვირებში ამაზე საუბარი მიწყნარდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "პსჟ-მ" სხვა კანდიდატის ძებნა დაიწყო.

    დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე სავარაუდო სცენარად ჟოზეს "ჯალაროსიში" დარჩენა ჩანს.

    შეგახსენებთ, რომ "რომა" მოურინიომ 2021 წელს ჩაიბარა. პირველ სეზონში გუნდს მან კონფერენს ლიგა მოაგებინა, შემდეგ წელს კი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც "სევილიასთან" წააგო.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები