• 11-06-2023
    ოფიციალურად: ჰუსემ აუარი "რომას" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ჰუსემ აუარი "რომას" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    იტალიურმა "რომამ" 24 წლის ალჟირელი ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    აუარი "ჯალაროსის" ლიონის "ოლიმპიკიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. "მგლებთან" მან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    "ვფიქრობ, ეს ჩემთვის სწორი პროექტია: დიდი გუნდით, ხარისხიანი ფეხბურთელებითა და უნიკალური გულშემატკივრებით. 

    ახლა "ჯალაროსის" ფეხბურთელი ვარ და დასაწყებად მზად ვარ," - თქვა ჰუსემმა.

    აქვე გეტყვით, რომ აუარს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. 2020 წელს მან "მამლების" ღირსება უკრაინის წინააღმდეგ დაიცვა, თუმცა მატჩის ამხანაგურმა ხასიათმა ჰუსემს მისცა საშუალება, ალჟირის ნაკრებში გადაბარგებულიყო. მისი მშობლები სწორედ ალჟირიდან არიან.

    აწ უკვე დასრულებულ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში აუარი "ლიონს" 1 გოლითა და 1 ასისტით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები