• 26-10-2023
    რა აერთიანებთ ხვიჩასა და მესის - ალტაფინის განცხადება
    რა აერთიანებთ ხვიჩასა და მესის - ალტაფინის განცხადება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, კვირას "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები ძალებს "მილანთან" გამოცდიან.

    მომავალი შეხვედრის შესახებ Radio Marte-ს ვეტერანი ფეხბურთელი, ჟოზე ალტაფინი ესაუბრა. რა გასაკვირია, წარსულში ცნობილმა მოთამაშემ "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა.

    "მილანს" კვირას მეტი საფრთხე ემუქრება. მართალია, კვარაცხელია შესანიშნავია და გოლების გატანაც დაიწყო, თუმცა ოსიმენის ტრავმამ "ნაპოლის" დიდი ძალა გამოაცალა.

    კვარაცხელიას განვითარების პოტენციალი ისევ აქვს. ყველა ამბობს, რომ ხვიჩა შეისწავლეს და იციან, როგორ გაანეიტრალონ, მაგრამ ეს სიმართლე არაა, რადგან კვარას, მესის მსგავსად, დრიბლინგი სისხლში აქვს," - თქვა ალტაფინიმ.

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერია ა-ს გასულ ტურში "ვერონას" დუბლი შეუსრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი, "უნიონის" წინააღმდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რისი მიზეზიც ჯაკომო რასპადორისთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა გახლდათ.

    რაც შეეხება "ნაპოლისა" და "როსონერის" ჯახს, შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები