ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული კლუბების სიას ლონდონის "ჩელსიც" შეუერთდა, - იუწყება ESPN.
ამერიკული მედია-საშუალების ინფორმაციით, "ნაპოლი" 22 წლის შემტევს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებს. მართალია, "არისტოკრატებს" ამ თანხის გადახდა წესით არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ კლუბისთვის პრობლემას ფინანსური ფეარ-პლეის წესები შექმნის. "ლურჯების" 2024 წლის ბიუჯეტის ზომა იმაზეც იქნება დამოკიდებული, გავა თუ არა კლუბი რომელიმე ევროტურნირზე.
არადა, "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრების გაცხადებულ სტრატეგიაში, რომ მათ მთელი მსოფლიოდან უნიჭიერეს ახალგაზრდებს მოუყარონ თავი, ხვიჩა იდეალურად ჯდება.
ESPN საქართველოს ნაკრების ვარსკვლავით დაინტერესებულ კლუბებად ასევე ასახელებს "მანჩესტერ სიტის", მადრიდის "რეალს", "ბარსელონასა" და "ნიუკასლ იუნაიტედს".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდს ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა. "პარტენოპეის" მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში კვარაცხელიას მონაგარი 14 გოლისა და 17 საგოლე გადაცემისგან შედგება.