• 24-01-2024
    "იუვენტუსი" მოიზე კინს "ატლეტიკოში" გაანათხოვრებს
    "იუვენტუსი" მოიზე კინს "ატლეტიკოში" გაანათხოვრებს
    Author of the article
    Aa

    იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" 23 წლის ცენტრფორვარდს, მოიზე კინს მადრიდის "ატლეტიკოში" გაანათხოვრებს.

    ll Corriere dello Sport ირწმუნება, რომ კინი ესპანეთში ხვალ ჩაფრინდება, Sky Sport Italy კი შემტევის სამედიცინო შემოწმების დღედ 29 იანვარს ასახელებს.

    "ბიანკონერიმ" მოიზეს 6-თვიანი იჯარით გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუნდის თურქი ტალანტი, ქენან ილდიზი "აფეთქდა". კინი ამჟამად ტრავმირებულია, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში კი გოლიც არ აქვს გატანილი.

    იტალიელი "როხიბლანკოში" ანხელ კორეას ჩაანაცვლებს, რომელსაც გეზი არაბული "ალ იტიჰადისკენ" აქვს აღებული.

    "იუვენტუსის" მაისურით ნათამაშებ 115 შეხვედრაში მოიზემ 22-ჯერ აიღო მეტოქის კარი. "ზებრებთან" კონტრაქტი მას 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები