• 22-06-2023
    "მილანი" ლუკაკუთი დაინტერესდა
    "მილანი" ლუკაკუთი დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    "მილანი" "ჩელსის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით დაინტერესდა.

    "ჩელსი" და "ინტერი" ვერ თანხმდებიან, რადგან ინგლისელები მის იჯარით გაშვებას აღარ აპირებენ და მისი გაყიდვა უნდათ.

    როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, "ჩელსიმ" ლუკაკუს სანაცვლოდ 35-40 მილიონი მოითხოვა.

    თუ "როსონერიმ" ტონალი "ნიუკასლში" გაუშვა, ლომბარდიელები საკმაო ფინანსურ სახსრებს შეიძენენ იმისთვის, რომ 30 წლის ცენტრფორვარდის ტრანსფერი განახორციელონ.

    Facebook კომენტარები